ირანის პასუხი ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებაზე სრულიად მიუღებელია - წერს Truth Social-ზე დონალდ ტრამპი. თეირანმა ვაშინგტონს პაკისტანის მეშვეობით შესთავაზა ომის დაუყოვნებლივ დასრულება ყველა ფრონტზე, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შეჩერება და გარანტიები, რომ მომავალში აშშ ირანზე თავდასხმებს აღარ განახორციელებს.
პარალელურად, ირანის სულიერი ლიდერი სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად ახალ ინსტრუქციებს გასცემს. ირანული მედიის საშუალებით, გავრცელდა მოჯთაბა ხამენეის შეიარაღებული ძალების ერთიანი სარდლობის ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. დამატებითი დეტალები უცნობია.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეპიცენტრში ამ დრომდე რჩება ლიბანი. ისრაელის სამხედრო ძალების ინფორმაციით, მათ საჰაერო იერიში მიიტანეს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.