04 აგვისტო 2026,   21:09
ვრცლად
ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერის" პარმის სამეფო თეატრის სცენაზე და ქართული საოპერო ხელოვნებით აღფრთოვანებული იტალიელი მსმენელი

პარმის სამეფო თეატრი და ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი". ქართული კლასიკა იტალიურ სცენაზე ქართველი და იტალიელი არტისტების ერთობლივი შესრულებით გაცოცხლდა. პარმის თეატრის სცენაზე იდგნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, სოლისტები, ახალგაზრდა ქართველი მომღერლები, იტალიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი და ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი "მამული".

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძეს ეკუვნის, კოსტიუმების მხატვარი კი ესტერ მარტინია.

ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალის ფარგლებში, "აბესალომ და ეთერის" საპრემიერო ჩვენებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პარმის თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან. მათი შეფასებით, ქართულ-იტალიური ერთოვლივი სპექტაკლი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაძლიერების, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული საოპერო მუსიკის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

ქართული საოპერო მუსიკით, ცეკვით და კოსტიუმებით მოხიბლული დარჩა იტალიელი მაყურებელი. 

სპექტაკლს საქართველოს პირველი ლედი დაესწრო. პარმის სამეფო თეატრში "აბესალომ და ეთერის" პრემიერა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ზაქარია ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" პარმის სამეფო თეატრის სცენაზე ჩვენება პროექტის - "ქართული საოპერო შედევრების საერთაშორისო პრემიერები" ფარგლებში განხორციელდა.

დღის ამბები