01 აგვისტო 2026,   06:10
ვრცლად
დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სკვერი მოეწყო

დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სკვერი მოეწყო. ის ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი სივრცე იქნება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3900 კვადრატულზე მეტ ფართობს. შეიქმნა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე- მოეწყო ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა. აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და დაიდგა ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობრისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერიძის ძეგლი. დაირგო ხე-მცენარეები.

ცენტრალური სკვერის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 167 988 ლარი გამოიყო.

"აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაიდგა ტბელ აბუსერიძის ძეგლი და ასევე, აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა", - აცხადებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე.

დღის ამბები