02 აგვისტო 2026,   21:41
ვრცლად
დიღმის ბაზაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, გურამ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა

დიღმის ბაზაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, გურამ ლორთქიფანიძის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები - "გლდანი" და "იბერია 1999" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა "გლდანის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ტურნირი 15 წლამდე ფეხბურთელებს შორის მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ოთხი საფეხბურთო კლუბი იღებდა.

შეგახსენებთ, გურამ ლორთქიფანიძის სახელობითი ტურნირი 1989 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

დღის ამბები