საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ანჟელო ფარუჯას შორის შეხვედრა შედგა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.
როგორც ანჟელო ფარუჯამ განაცხადა, მხარეებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.
"ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომლის ძირითადი ნაწილიც მსოფლიო წესრიგის საკითხებს დაეთმო. დღეს ჩვენს წინაშე არსებული რეალობა საკმაოდ რთულია. მხედველობაში მაქვს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და სხვა რეგიონული გამოწვევები.
ჩვენ ვიმსჯელეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტურობაზე აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა ისეთი რეგიონული პლატფორმების მნიშვნელობას, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეა. საქართველო აუცილებლად იქნება ამ ორგანიზაციის წევრი.
ასევე, განვიხილეთ მალტასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით," - განაცხადა ანჟელო ფარუჯამ.