04 აგვისტო 2026,   22:16
ვრცლად
"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის არგუმენტები, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერია

ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბით ფასების ზრდა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შეფასებისას "თიბისი კაპიტალის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

"როგორც სებ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, საბოლოო სცენარი ითვალისწინებს გარკვეულ პერიოდში ესკალაციის შემცირებას, თუმცა ასეც თუ მოხდა ფასებზე ზეგავლენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც იქნება გაზრდილი”, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

მისი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის მიმართულებით არსებული არგუმენტები საკმაოდ ძლიერია.

„ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით 8%-ზე შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა ზრდის არგუმენტები რა თქმა უნდა ძალიან ძლიერია. ეს ზომიერი ზრდა არის, მცირე მასშტაბით მოხდა აწევა განაკვეთის. ძალიან მნიშვნელოვანია რაც პრეს-რელიზშია აღნიშნული რომ სებ-ისთვის ინფლაცია არის პრიორიტეტი და გაზრდილ ინფლაციაზე ცენტრალური ბანკი რეაგირებს, რაც რა თქმა უნდა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არის მნიშვნელოვანი," - განაცხადა "თიბისი კაპიტალის" მთავარმა ეკონომისტმა.

დღის ამბები