02 აგვისტო 2026,   21:12
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი საერთაშორისო აგროგამოფენის CASPIAN AGRO 2026 და კვების მრეწველობის 31-ე გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაჯნუნ მამედოვმა გახსნა.

გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2026 წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა.

მსგავსი საერთაშორისო აგროგამოფენები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, სავაჭრო კავშირების გაღრმავებისთვის და ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესკავშირების გაფართოებას, ისე რეგიონში ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას.

საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026 5 მაისს გაიხსნა და 7 მაისს დასრულდება. 2026 წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

დღის ამბები