28 ნოემბერი 2026,   23:38
ვრცლად
მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ოთო ნემსაძისა და ჯგუფ "ლიმბოს" საღამო გაიმართა

14 ახალი სიმღერის პრემიერა და მეორე სოლო კონცერტი - მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ოთო ნემსაძისა და ჯგუფ "ლიმბოს" საღამო გაიმართა.

მაყურებელმა თითქმის 2 საათიანი კონცერტის განმავლობაში მომღერლის იმ ალბომს მოუსმინა, რომელიც 10 წლის განმავლობაში იქმნებოდა. სცენაზე მაყურებელმა ასევე იხილა გორის გოგონათა გუნდი.

მუსიკოსმა ერთ-ერთი სიმღერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.

დღის ამბები