03 აგვისტო 2026,   12:48
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი: შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები - მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე

უკრაინული მხარის ინიციატივით, ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრას ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

"შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის სცემდა და კვლავაც პატივს სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ქართველ ხალხს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობასა და ურთიერთქმედებას მომავალში", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები