საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და გიწუნებს პოლიტიკას, ძალიან მარტივია გააკეთო არჩევანი სად დგას სიმართლე.
"ჩვენს შეფასებებს რომ არ დავეყრდნოთ, ალბათ, საზოგადოება მსჯელობს იმაზე, კაია კალასს და მის მაგვარ ლიდერებს საით მიჰყავთ ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი, როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოპოლიტიკური პოზიციონირებით. რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს, როგორც ინსტიტუციას და წევრი სახელმწიფოები, რიგ შემთხვევაში, როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც კაია კალასი და მისი მაგვარი ლიდერები უჭერენ მხარს. ამიტომ, როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და გიწუნებს პოლიტიკას, ალბათ, ძალიან მარტივია გააკეთო არჩევანი სად დგას სიმართლე, იმასაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია ქართველი ხალხის ინტერესთან და მოთხოვნებთან", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ერევანში, სამიტის დაწყებამდე კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველო ისევ გააკრიტიკა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ დგამს რეალურ ნაბიჯებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.