28 ნოემბერი 2026,   23:23
ვრცლად
არასწორი, უსაგნო და თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგენელის დაკნინებას - დავით მათიკაშვილი კალასის განცხადებაზე

არასწორი, უსაგნო და თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგენელის დაკნინებას, იმგვარად წარმოდგენას, რაც აწყობს ცალკეულ ევროჩინოვნიკებს - ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, საქართველოს მიმართ კაია კალასის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადება.

"სინამდვილეში, მოცემულობა არის აბსოლუტურად სხვა, პოლიტიკა უნდა შეცვალოს ევროკავშირმა, დამოკიდებულება საქართველოსადმი უნდა შეცვალოს ევროკავშირმა და ეს ყველაფერი დღითიდღე უფრო მეტად დადგება დღის წესრიგში.

ევროპა არის ღირებულებები, სწორედ ამ ღირებულებების გარშემო არის საქართველოს სურვილი გაერთიანდეს ევროკავშირში და გახდეს მისი წევრი. სამწუხაროდ, ევროკავშირი ამ ღირებულებებს დაშორდა, დასცილდა და ჩვენ რასაც ვხედავთ დღეს პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკურ მოცემულობაში, არ არის ის ღირებულებითი ერთობა, რის გარშემოც ევროკავშირი შეიქმნა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ერევანში, სამიტის დაწყებამდე კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველო ისევ გააკრიტიკა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ დგამს რეალურ ნაბიჯებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

დღის ამბები