29 ნოემბერი 2026,   02:32
ვრცლად
"იმედი მაქვს, რომ 2028 წელს მექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანს ვეწვიო, როდესაც იქ "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი" გაიმართება" - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, იმედი აქვს, რომ 2028 წელს "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების" სამიტს აზერბაიჯანში დაესწრება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების" სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამიტი არის ისტორიული. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მასში მონაწილეობისთვის. ეს სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტში, რადგან მსოფლიო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, დაწყებული უკრაინით, დასრულებული ახლო აღმოსავლეთით. მიმაჩნია, რომ ამ სამიტს მშვიდობისა და სტაბილურობის არქიტექტურის ჩამოყალიბების ნაწილში - შეუძლია მნიშვნელოვანი როლი გასწიოს.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა არ ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. ახლა ჩვენ აზერბაიჯანთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ მშვიდობა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, მართალია დისტანციურად, თუმცა მონაწილეობას იღებს სომხეთში მიმდინარე სამიტში. იმედი მაქვს, რომ 2028 წელს მექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანს ვეწვიო, როდესაც იქ "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი" გაიმართება," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღის ამბები