02 აგვისტო 2026,   21:08
ვრცლად
აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარედ კვლავ ანზორ მარგიანი აირჩიეს

აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარედ, წევრებისა და ომის ვეტერანების გადაწყვეტილებით, კვლავ ანზორ მარგიანი აირჩიეს.

შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის ახალი წესდება. ასევე, სხვადასხვა სამსახურისთვის ომის ვეტერანები და მათი მხარდამჭერები დაჯილდოვდნენ.

ამასთან, განისაზღვრა ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები.

"აფხაზეთის მთავრობა და აფხაზეთის მეომართა კავშირი, სინერგიით, ერთობით, უფრო მეტ ღონისძიებებს განახორციელებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამას მოვახერხებთ. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ღვაწლისთვის, მათი თავგანწირული, შეუპოვარი შრომისთვის", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ.

მეომართა კავშირი აერთიანებს 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლებს და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე მუშაობს.

დღის ამბები