აბას არაღჩის სატელეფონო საუბარი ჰქონდა იტალიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მხარეებს შორის საუბრის დროს დიპლომატმა განაცხადა, რომ მათი მიზანი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციაა.
საუბრის დეტალებთან დაკავშირებით X-ზე დაწერა ანტონიო ტაიანიმაც. მისი თქმით, აბას არაღჩისთან ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "ირანმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა "ჰეზბოლაზე", რათა შეწყდეს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმები და ლიბანში მშვიდობას მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ".