18 ივნისი 2026,   10:15
ვრცლად
თელ-ავივში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

თელ-ავივში, ჰაბიმას მოედანზე, ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. 1000-მდე ადამიანმა გააპროტესტა მთავრობის მცდელობა, საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცოს ულტრაორთოდოქსი ებრაელების გათავისუფლება სამხედრო სამსახურისგან.

ამასთან, დემონსტრანტებმა გააპროტესტეს მთავრობის უარი, შეიქმნას სახელმწიფო საგამოძიებო კომისია 2023 წლის 7 ოქტომბრის "ჰამასის" თავდასხმასთან დაკავშირებული ჩავარდნების გამოსაძიებლად.

აქციის ორგანიზატორი "ხარისხიანი მმართველობის მოძრაობა" იყო.

დღის ამბები