"ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობას. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ორგანიზაცია ხელს ახალგაზრდების იდეებისა და ხედვების წარმოჩენას შეუწყობს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
"ვიცით, რომ გარე ძალების მთავარ სამიზნეს საქართველოში ჩვენი ახალგაზრდობა წარმოადგენს და მათი დეზორიენტაცია. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ვქმნით ახალ პლატფორმას, რომელიც რეალურად მათ ინტერესებზე, მათ საჭიროებებზე და რაც მთავარია, ეროვნულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული. ეს იქნება თავისუფალი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი იდეების, მათ შორის პრობლემების მოტანას, თვითრეალიზაციას, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას,“ - აცხადებს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პროექტების ხელმძღვანელი, ვატო შაქარიშვილი.