06 აგვისტო 2026,   07:13
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - ნებისმიერი ხელოვნური გაერთიანების დასასრული დაშლაა, ასე ხედავს საერთო წარსულის მქონე პარტიების მომავალს მმართველი გუნდი

გარიცხავენ თუ თავად გავლენ ალიანსიდან? სააკაშვილის პარტიაში დღეს უკვე ღიად თქვეს, რომ თუ სხვები მათი ლიდერის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობენ, თვითონვე მიიღებენ შესაბამის ზომებს, რადგან ე.წ. ანტიმიშა კამპანიაში "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ვერ იქნება. 

გადაწყვეტილების მიღებას ისედაც აპირებენ ყოფილი "ნაციონალები", რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" კვოტას უკვე ფორმალურად, ალიანსს მიღმა აღიქვამენ. ფედერალისტები და სხვები ექსპრეზიდენტს დიდი ხანია მოუწოდებენ, თანასწორად მიიჩნიოს ცხრიდან 8 პარტია. თამარ ჩერგოლეიშვილი მორიგ ჯერზე წერს, რომ შეთანხმებაში ჩადებულ წესებზე მაღლა ვერავინ დადგება - ვერც სააკაშვილი და ვერც "ნაციონალური მოძრაობა."

რას გაარკვევენ ალიანსის შიგნით, როდესაც დაპირისპირების მიზეზს სხვადასხვანაირად ხედავენ? "ნაციონალურ მოძრაობაში" ირწმუნებიან, რომ წესებს სხვები არღვევენ, სხვები კი ამტკიცებენ, რომ სწორედ სააკაშვილია თავდასხმის რეჟიმში. თანხმდებიან მხოლოდ იმაზე, რომ საჯაროდ უკვე გამოსული, იმედგაცრუებას იწვევს მხარდამჭერებში - ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

ნებისმიერი ხელოვნური გაერთიანების დასასრული დაშლაა - ასე ხედავს საერთო წარსულის მქონე პარტიების მომავალს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, მათ ოპონენტებს ერთი მიზანი და ერთი სტრატეგია აქვთ - საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება გარე დირექტივის სასარგებლოდ.

ოპოზიციური ალიანსის ერთობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დასაწყისშივე დადგა - შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში. დაპირისპირება ორ თვეზე მეტია გრძელდება. ალიანსის დაშლა თუ ალიანსიდან "ნაციონალური მოძრაობის" ამოშლა, - ფურცელზე გაფორმებული ხელმოწერით გაერთიანებული პარტიები ერთი მაგიდის გარშემო, გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან.

დღის ამბები