ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები ოფიციალურად დაასრულა - ინფორმაციას ამერიკული პრესა თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. მიუხედავად ამისა, ისლამური რესპუბლიკის გარშემო აშშ-ის სამხედრო ტექნიკა და ფიზიკური ძალა ამ დრომდე რჩება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით კი ირკვევა, რომ ვაშინგტონისთვის თეირანის მიერ მოლაპარაკებისთვის შეთავაზებული ახალი პირობები ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.
"ჩვენ უბრალოდ ვიმარჯვებთ. ეს ჩხუბი რომ ყოფილიყო, უკვე შეჩერდებოდნენ. გესმით ეს გამოთქმა? სიმართლეა! ისინი ისეთ გარიგებაზე არ მოდიან, რაც ჩვენ გვჭირდება. ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ნაადრევად წასვლას, რომ სამი წლის შემდეგ კვლავ ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ," - აცხადებს დონალდ ტრამპი.