18 ივნისი 2026,   14:24
ვრცლად
აშშ ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფს 25%-მდე გაზრდის

ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფს 25%-მდე გაზრდის. განცხადება დონალდ ტრამპმა პალმ-ბიჩის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ტარიფების გაზრდის მიზეზად ევროპული ქვეყნების მხრიდან სავაჭრო შეთანხმების პირობების დარღვევა სახელდება.

"ჩვენ ვაცნობეთ გერმანიას, ულამაზეს ქვეყანას: იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები არ ასრულებს ჩვენ მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას, შემდეგ კვირას შეერთებულ შტატებში ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფს 25%-მდე გავზრდი. სრულიად გასაგებია და შეთანხმებულია, რომ თუ მსუბუქ და სატვირთო მანქანებს ამერიკულ ქარხნებში აწარმოებენ, ტარიფი არ არის. ამჟამად, მშენებლობის პროცესშია მრავალი საავტომობილო და სატვირთო ქარხანა, რომლებშიც 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, რაც რეკორდია ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების წარმოების ისტორიაში. ეს ქარხნები, რომლებშიც ამერიკელი მუშები მუშაობენ, მალე გაიხსნება - ის, რაც ამერიკაში დღეს ხდება, არასდროს მომხდარა!" - აცხადებს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები