18 ივნისი 2026,   17:03
ვრცლად
"ღალატია იმის თქმა, რომ აშშ ირანთან ომს ვერ იგებს" - ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ღალატად მიიჩნევს იმის მტკიცებას, რომ შეერთებული შტატები ირანთან ომს ვერ იგებს - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

"ჩვენ ვაიძულებთ რადიკალურ მემარცხენეებს, თქვან: "ჩვენ არ ვიმარჯვებთ, ჩვენ არ ვიმარჯვებთ". მათ არმია აღარ დარჩათ. ეს წარმოუდგენელია. სინამდვილეში, მე ვფიქრობ, რომ ეს ღალატია, გასაგებია? გსურთ იცოდეთ სიმართლე? ეს ღალატია", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ვენესუელაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ საუბრისას, რომელსაც მან "ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მანევრი" უწოდა, ტრამპმა თქვა, რომ ირანში გამარჯვებაზე ნაადრევად საუბარი არ სურდა.

"ირანშიც დაახლოებით იგივენაირად კარგი მდგომარეობა გვაქვს. თუმცა, არ მიყვარს ამაზე საუბარი, სანამ საქმეს არ დავასრულებ", - თქვა ტრამპმა.

"ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-მა გაანადგურა ირანის საზღვაო ფლოტი და ხაზი გაუსვა ამერიკული ბლოკადის "ბრწყინვალებას" ირანის პორტებში შემავალი და გამავალი გემების მიმართ. თუმცა, ირანი კვლავ ინარჩუნებს ბერკეტებს ჰორმუზის სრუტეში", - წერს CNN-ი.

დღის ამბები