06 აგვისტო 2026,   04:05
ვრცლად
რუსთავში "სტუდფესტი 2026" დაიწყო

რუსთავში, სტარტი აიღო ახალგაზრდულმა ფესტივალმა "სტუდფესტი 2026". გახსნის მასშტაბურ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დედაქალის მერი კახა კალაძე, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებიან. მათ შეკრებიულ ახალგაზრდებს ფესტივალის გახსნისას სიტყვით მიმართეს. 

სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.

დაგეგმილია 45 კონკურსი-შეჯიბრი, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.

წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს თბილისში გაიმართება - 5 კმ-იან დისტანციაზე სირბილში სტუდენტების გარდა, მონაწილეობას ნებისმიერ მსურველი შეძლებს. 

კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება.

საკმაოდ სოლიდურია საპრიზო ფონდი, ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის, ასევე, გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ პრიზი საუკეთესო გულშემატკივრისთვის.

წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.

სტუდენტური ფესტივალის პარტნიორია საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.

 

დღის ამბები