18 ივნისი 2026,   08:59
ვრცლად
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანში, ლიბანსა და ერაყში მოგზაურობა აკრძალა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დღეს, ირანში, ლიბანსა და ერაყში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ განაცხადა.

"რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეებისთვის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვას", - აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულო განცხადებაში

სამინისტრომ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ამ ქვეყნებში იმყოფებიან, მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა და "რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში", არგუმენტად ქვეყნის საგარეო უწყებას მოჰყავს მთავრობის ვალდებულება, "გააკონტროლოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების კეთილდღეობა და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება".

 

წყარო: CNN

დღის ამბები