07 აგვისტო 2026,   08:44
ვრცლად
კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

წამყვანმა ჰკითხა სამთავრობო ცვლილებებზე, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.

"სპეკულაციები სულ იქნება, მაგრამ მინდა მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს წარმატებები ვუსურვო. ამ უწყებების სწორი, გამართული, ეფექტური მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს", - აღნიშნა კალაძემ.

პარლამენტმა "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონპროექტში ცვლილებები გუშინ დაამტკიცა. 

დღის ამბები