აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების სტატუსი მხოლოდ მას და რამდენიმე პირს აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოლაპარაკებები წინ მიიწევს, მიუხედავად საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ეს მოლაპარაკებები ჩიხშია. ამის შესახებ CNN-ი წერს.
"არავინ იცის, რა მოლაპარაკებებია, გარდა ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანისა", - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, თუმცა ირანის ლიდერებთან დაკავშირებული გაურკვევლობაც აღიარა: "პრობლემა გვაქვს, რადგან არავინ იცის დანამდვილებით, ვინ არიან ლიდერები. ეს მცირე პრობლემაა", - დასძინა ტრამპმა.
"მათი ეკონომიკა კრახის ქვეშაა. ბლოკადის ძალა წარმოუდგენელია", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.