18 ივნისი 2026,   21:17
ვრცლად
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა "სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაა"

ირანის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადას გმობს.​ მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაგრძელების ტოლფასია.

ამის შესახებ მან X-ზე ინგლისურენოვან პოსტში დაწერა: "ის, რაც საზღვაო ბლოკადის საფარქვეშ კეთდება, სამხედრო ოპერაციების გაგრძელებაა იმ ერის წინააღმდეგ, რომელიც თავისი წინააღმდეგობისა და დამოუკიდებლობისთვის იხდის ფასს. ამ ჩაგვრის მიდგომის გაგრძელება აუტანელია", - წერს ირანის პრეზიდენტი.

პეზეშკიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ სჭირდება კონგრესის ნებართვა ირანთან ომის დასაწყებად 8 აპრილს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის მოტივით.

წყარო: CNN

დღის ამბები