06 აგვისტო 2026,   15:04
ვრცლად
საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაცია პოლონურ VOT TAK-ზე - მმართველი გუნდი ახალ მედიას აფასებს

"ეს არის ამათი პატრონების მორიგი პროექტი, რომ ტელევიზიიდან შეუტიონ, რადიკალიზაცია მოახდინონ ჩვენი საზოგადოების" - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ იმ მედია საშუალებას, რომლის ეთერშიც ეკლესიის მადისკრედიტებელი ინფორმაცია გაჟღერდა. ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ გარე აქტორები საქართველოში არეულობის მოწყობას ამჯერად პოლონეთის გამოყენებით ცდილობენ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული ტელევეზიის ერთ-ერთი პირველი ეთერი სინოდის იმ სხდომას მიმოიხილავს, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი დასახელდა. "ვოტ-ტაკის" სტუმარი მტკიცებულებების გარეშე, უაპელაციოდ აცხადებდა, რომ ილია მეორეს მიერ სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დასახელებული მიტროპოლიტი შიოს მხარდაჭერა, არა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, არამედ მოსკოვის დირექტივის შესრულება იყო.

პოლონურ "ვოტ ტაკზე" საუბრისას, მართველ გუნდში "მოდელირებული ქრონიკა" გაიხსენეს და თქვეს, რომ წარსულში სიყალბესა და სიცრუეზე აგებული ინფორმაციის ავტორების ხელახალი გამოჩენა ტოვებს განცდას, რომ რიგი აქტორები საქართველოში ახალ არეულობას ამზადებენ.

ოპოზიციის ნაწილი დღეს საქართველო-პოლონეთის ურთიერთობაზე უფრო მეტს საუბრობდა, ვიდრე ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ "ვოტ ტაკი" დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა.

მართველი გუნდისთვის "ვოტ ტაკ საქართველო" - ქვეყანაზე ზეგავლენის მოხდენის ის მექანიზმია, რომელსაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა დაევალა. კანონმდებლების განმარტებით, ეკლესიის კრიტიკა და უსაფუძვლო ბრალდებები ერთ მიზანს - ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებას ემსახურება.

პოლონურ "ვოტ ტაკ"-ზე ქათული ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებები გუშინ გაჟღერდა. მედია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება.

დღის ამბები