ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი სოციალურ ქსელში გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელ რევაზ ლომინაძესთან შეხვედრის შესახებ წერს. შეხვედრა ჟენევაში შდგა.
როგორც გებრეიესუსმა X-ზე დაწერა, ის აფასებს საქართველოს ერთგულებას ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით.
"მოხარული ვარ ელჩთან, რევაზ ლომინაძესთან შეხვედრით, რომელიც ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. დიდად ვაფასებ საქართველოს ერთგულებას ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საქმისადმი. განვიხილეთ ჯანდაცვის სფეროში ცოტა ხნის წინ განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე საკითხები და მოლაპარაკებები, რომელიც პანდემიის შესახებ შეთანხმების, "პათოგენებთან წვდომისა და სარგებლის გადანაწილების" დანართს ეხება. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას", - დაწერა ჯანმოს დირექტორმა.