"ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რომელიც თავის დროზე ჰქონდათ, გაანიავეს საკუთარი პოლიტიკურად მცდარი, არასწორი გადაწყვეტილებებით. მათ ფსონი დადეს არა საკუთარ მოსახლეობაზე, არა საკუთარ ქვეყანაზე, არამედ სხვის ინტერესებზე", - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ყოფილი და მოქმედი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დაპირისპირებას.
მისი თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.
"ამ ხალხს არ აქვს ნამდვილი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. დასაყრდენი საზოგადოებაში არ აქვთ, რაც გასაგებია. მათ ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რაც თავის დროზე ჰქონდათ, გაანიავეს საკუთარი პოლიტიკურად მცდარი, არასწორი გადაწყვეტილებებით. მათ ფსონი დადეს არა საკუთარ მოსახლეობაზე, არა საკუთარ ქვეყანაზე, არამედ სხვის ინტერესებზე. ამიტომ, ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ არსებობს, ამიტომაც არის მთელი რიგი უხერხულობები. დამალვა, ჩუმად რაღაცების ჩატარება, რომ არ გამოჩნდეს მთელი ის სიყალბე, რომელიც არის ამ ე.წ. ალიანსის გარშემო," - აცხადებს ლევან მახაშვილი.