Reuters-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის ახალი მიმართვა გავრცელდა.
მედიის ცნობით, წერილობით მიმართვაში ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყება, სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში, ამ რეგიონის ისტორიაში ახალი თავის დასაწყისს აღნიშნავს.
უზენაესი ლიდერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თეირანი სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და შეწყვეტს იმას, რასაც ხამენეიმ "მტრის მიერ წყლის გზების ბოროტად გამოყენება" უწოდა.
მედიის ცნობით, უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მართვის ახალი წესრიგი სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანას მშვიდობას, პროგრესს და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.