ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
"საქართველო, მიყვარხარ!" - ამ სახელწოდების ღონისძიება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო და ის პატრიარქის ხანგრძლივ და ნაყოფიერ მოღვაწეობას, ასევე უნივერსიტეტთან მის მრავალწლიან ურთიერთობას და დამოკიდებულებას მიეძღვნა.
ღონისძიებაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სასულიერო დასის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.