პენტაგონის ფინანსურმა დირექტორმა, ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებმა, ირანთან ომში, დაწყების დღიდან მოყოლებული, დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დახარჯეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ჯულს ჰერსტმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს განუმარტა, ამ თანხის უმეტესი ნაწილი საბრძოლო მასალაზე დაიხარჯა, თუმცა ნაწილი აღჭურვილობის მოვლასა და შეცვლაზე დახარჯეს.
"მოხარული ვარ, რომ ამ კითხვას უპასუხეთ, რადგან ჩვენ დიდი ხანია ამის შესახებ კითხვებს ვსვამთ და ამ დრომდე არავის რიცხვი არ უთქვამს", - განაცხადა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ადამ სმიტმა, ჰერსტის საპასუხოდ.
მედიის ცნობით, ომის ზუსტი ღირებულება კანონმდებლებისთვის ჯერ კიდევ უცნობია და ის სულ უფრო მეტად ხდება პოლიტიკურ საკითხად, რადგან კონგრესი განიხილავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, 2027 ფისკალური წლისთვის, თავდაცვის ბიუჯეტის 1.5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის მოთხოვნას.
როგორც CNN-ი წერს, დღეისათვის, ირანთან ომში 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ომი კი მყიფე ზავის რეჟიმშია.