უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი, კიევს უახლოეს კვირებში დატოვებს და დიპლომატიურ კარიერას დაასრულებს. Financial Times-ის ინფორმაციით, გადადგომის მიზეზი ამერიკის პრეზიდენტთან არსებული უთანხმოებაა.
შტატების დიპლომატიურ უწყებაში დონალდ ტრამპთან დაპირისპირებას უარყოფენ და ცრუ ინფორმაციას უწოდებენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ საკვანძო პოსტი ვაკანტური კრიტიკულ დროს რჩება, რადგან რუსეთი შეტევისთვის ემზადება, სამშვიდობო მოლაპარაკებები კი ჩიხშია.