18 ივნისი 2026,   15:42
ვრცლად
კიევმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად, საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს - Reuters

საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაფინანსების შესანარჩუნებლად, კიევმა საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, სავალუტო ფონდის 8.1 მილიარდი დოლარის ოდენობის პროგრამა ივნისში უნდა გადაიხედოს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ფონდი უკრაინის საგადასახადო ბაზის გაფართოებას დაჟინებით მოითხოვს.

Reuters-ის ინფორმაციით, პარლამენტს ამ კანონპროექტისთვის ჯერ მხარი არ დაუჭერია, რადგან მას კანონმდებლებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს. "ამანათები ახლა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. ამ კანონის მიღების გარეშე, გადახედვა შესაძლოა საერთოდ არ ჩატარდეს, რაც სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს“,- წერს Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით.

სტატიის თანახმად, ცვლილებების ამოქმედება მინიმუმ 2027 წლამდე გადაიდო. სააგენტოს ცნობით, უკრაინის ხელისუფლება პარლამენტში წინააღმდეგობის გამო ფონდის დარწმუნებას ცდილობს ალტერნატიული ზომების მიღებაში. თუ სავალუტო ფონდის პროგრამა ჩაიშლება, უკრაინა ევროკომისიისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს.

დღის ამბები