ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა ვაშინგტონში, ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრნენ. წყვილს მანამდე თეთრ სახლში შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უმასპინძლეს.
მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას ოთხდღიანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250-ე წლისთავს უკავშირდება. დაგეგმილია მონარქის სიტყვით გამოსვლა კონგრესში.