საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ხვდება.
შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს, ცერემონიების სასახლეში ჰერჩინსკი სულ ცოტა ხნის წინ მივიდა.
შეხვედრა, ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება - ელჩმა საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.
მმართველმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ ღია მუქარა, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა.