პაკისტანის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა კვლავ აგრძელებს შუამავლობას შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის.
როგორც "ესოშიეთიდ პრესი" პაკისტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, აშშ-სა და ირანს შორის მზარდი დაძაბულობის მიუხედავად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, სავარაუდოდ დღეს საღამოს, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავა.
აბას არაღჩი 25 აპრილს ისლამაბადში იმყოფებოდა. მან რეგიონული კონფლიქტის დასრულების შესახებ თეირანის პოზიცია გააცნო პაკისტანის პრემიერს, არმიის მთავარსარდალს, საგარეო საქმეთა მინისტრ და სხვა მაღალჩინოსნებს.