"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრა, ბორჯომში გაიმართა. ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაცია და ბოლო პერიოდში მიღებული კანონები იყო მეოთხე კონფერენციის განხილვის მთავარი თემა სტუდენტებთან, რომლებმაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერებს შეკითხვები სხვადასხვა მიმართულებით დაუსვეს.
სწორედ კითხვა პასუხის-რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრა ბორჯომში, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატებიც ესწრებოდნენ. რეგიონული კონფერენციების მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა.
კონფერენციები ქვეყნის ათივე რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.
"უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების და მომავალი თაობის ჩართულობა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც ამ შეხვედრებს ესწრებიან, მხოლოდ ამ მიზნებით და იდეალებით არიან გამსჭვალული. მჯერა, რომ სიკეთე და სიყვარული გაიმარჯვებს და საუბარს, ზოგადად, ალტერნატივა არ გააჩნია", - აცხადებს მომღერალი რეზო ბლიაძე.