სოფელ დიღომში წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, GWP-მ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით შეიცვალა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები.
აღნიშნული ქსელი სოფელ დიღომში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურიდან, ფიროსმანის, რუსთაველის, დავით გურამიშვილის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დიდგორის IV შესახვევის გავლით დიდგორის ქუჩაზე არსებულ რეზერვუარამდე მონაკვეთს მოიცავს.
სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.