როსტევანის ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და ტროტუარი მოეწყობა, ასევე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოქალაქეებისათვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
პროექტის მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, რაიონის დელეგატი კოკა ალადაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი შალვა პერანიძე ადგილზე გაეცნენ.