"ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" მეორე ეტაპი დაიწყო კომუნიკაციების კომისიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში.
თავდაპირველად ComCom-ის წარმომადგენლები მერის რწმუნებულებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით კი ჩატარდა ტრეინინგი.
განხილვის თემა "ციფრული წიგნიერება" და "ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება" იყო.
კომუნიკაციების კომისია სწავლებას მარტვილში 15 სოფელში ჩაატარებს, მასზე დასწრება 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს უფასოდ შეუძლია.