თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის 3600-მდე ვაუჩერს გასცემს - დედაქალის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, საკურორტო ვაუჩერების დარიგების პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება:
"თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის 3600-მდე ვაუჩერს გასცემს. საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად განკუთვნილი ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, დასვენების შესაძლებლობა ამ საჭიროების მქონე მეტ შშმ პირს ეძლევა.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური საკურორტო ვაუჩერების ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდიდა, ეს თანხა 2026 წელსაც გაიზარდა და აღნიშნული პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა.
საკურორტო ვაუჩერით დასასვენებლად არანაკლებ 6 დღე-ღამე არის განსაზღვრული. ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირი, ან მისი კანონიერი წარმომადგენელი საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე დასასვენებლად ადგილს, სასტუმროს და დროს თავად ირჩევს. უახლოეს დღეებში, საკურორტო ვაუჩერების დარიგების პროცესს დავიწყებთ, რაც საქართველოს ფოსტის მეშვეობით განხორციელდება,"- აცხადებს კახა კალაძე.