გორში, ერისთავის თეატრში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს პატრიარქის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა.
შესრულდა ილია მეორის საგალობლები, წაიკითხეს პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსები, ნაჩვენები იყო უწმინდესის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების ამსახველი ვიდეო კადრები. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.