ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია 18 ქუჩას უტარდება, დამატებით 9 ქუჩის მოწყობაზე კი ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული.
პროექტის ფარგლებში იგება ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა, ეწყობა ახალი სანიაღვრე და გარე განათების სისტემები. ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მხარდამჭერი საქართველოს მთავრობაა.