18 ივნისი 2026,   22:08
ვრცლად
მალაიზიის ზღვისპირა სოფელში ხანძრის შედეგად 1 000-მდე სახლი დაიწვა, 9 000-მდე ადგილობრივი კი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა

მალაიზიაში, საბაჰის შტატის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში, ხანძრის შედეგად 1 000-მდე სახლი დაიწვა, 9 000-მდე ადგილობრივი კი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა.

შტატის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ხანძრის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა და ხის სახლების ერთმანეთთან სიახლოვემ გამოიწვია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული და ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ ეტაპისთვის ადგილობრივი მთავრობა უზრუნველყოფს დაზარალებულების დროებით თავშესაფრებში გადაყვანას.

დღის ამბები