18 ივნისი 2026,   13:17
ვრცლად
უნგრეთის არჩევნებში, საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიამ პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა

უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიამ "ტისა", 199 ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

"ფიდესს" 52 მანდატი, პარტია "ჩვენს სამშობლოს" კი - 6 ადგილი ექნება - ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

უნგრეთში ახალი მთავრობის დამტკიცების თარიღზე უკვე შეთანხმდნენ და ეროვნული კრების პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევაც იმავე დღეს მოხდება.

დღის ამბები