18 ივნისი 2026,   15:43
ვრცლად
"ერთადერთი ოპოზიციური პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" აღზევება, ახლა უკვე შეუჩერებელია" - ტომაშ ფროელიხი

პოლიტიკური დღის წესრიგის გადანაცვლება - გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტია ძლიერდება. აპრილში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყველაზე პოპულარული პარტია ქვეყანაში "ალტერნატივა გერმანიისთვის" არის. მიგრაციის კრიზისი, ეკონომიკური გაურკვევლობა და პოლიტიკური ელიტის მიმართ ნდობის შემცირება - ეს ის ფაქტორებია, რაც მოქმედი ფედერალური მთავრობის უკმაყოფილებას იწვევს.

გამოკითხვის მიხედვით, თუ მარტის ბოლოს მთავრობის მუშაობას დადებითად 34% აფასებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს. კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას, უახლოეს კვირას ბუნდესტაგში არჩევნები რომ ჩატარდეს?" გამოკითხულთა 26%-მა განაცხადა, რომ მხარს "ალტერნატივა გერმანიისთვის" დაუჭერდა. იზრდება გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კრიტიკაც. მის საქმიანობას გამოკითხულთა 65% ნეგატიურად აფასებს.

საკითხზე ისაუბრა ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან, ტომაშ ფროელიხმა.

"ერთადერთი ოპოზიციური პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" აღზევება, ახლა უკვე შეუჩერებელია. დისკუსიები პარტიის აკრძალვის შესახებ ან ჭკვიანური მანევრები AfD-ის, როგორც პოლიტიკური მეტოქის გასანეიტრალებლად, საბოლოოდ მხოლოდ თავად დემოკრატიას აზიანებს. მათ ვერც ამომრჩევლები დააფრთხეს და ვერც ჩვენ, ოპოზიციის წევრები, დაგვთრგუნეს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ იმ ყველა პარტიის მიდგომა, რომლებიც აქამდე მართავდნენ ქვეყანას, განწირულია მარცხისთვის. არც ენერგეტიკულ და არც საგარეო პოლიტიკაში პოლიტიკური "ისტებლიშმენტი" არ იჩენს მოქნილობას და მზაობას იმ აუცილებელი რეფორმების მიმართ, რომლებსაც 21-ე საუკუნე მოითხოვს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი რეიტინგები კვლავ გაიზრდება, რადგან სამთავრობო პოლიტიკა მარცხს განაგრძობს. გერმანელების მესამედს ფუნდამენტური ალტერნატივა სურს. არცერთ სხვა პარტიას არ აქვს მხარდაჭერის ასეთი დონე, მათ შორის არც მოქმედ კოალიციას. ეს აქცევს AfD-ს ერთადერთ ნამდვილ სახალხო პარტიად, რომელიც გერმანიაში დარჩა," - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.

დღის ამბები