18 ივნისი 2026,   20:35
ვრცლად
ლიბანის ელჩი: ისრაელთან მორიგი მოლაპარაკებების დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბანის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელთან მომავალი პირდაპირი მოლაპარაკებების თარიღი და ადგილი მოგვიანებით დაზუსტდება, ხოლო სამშაბათის შეხვედრამ კონსტრუქციული იყო.

"მე მოვითხოვე ცეცხლის შეწყვეტა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნება," - აღნიშნა ელჩმა ნადა ჰამადე მოავადმა განცხადებაში, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნებს შორის გამართული პირველი მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.

"მოვითხოვე პრაქტიკული ზომების მიღება იმ მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად, რომელსაც ლიბანი მიმდინარე კონფლიქტის შედეგად კვლავ განიცდის," - განაცხადა მან.

ელჩის თქმით, მან კვლავ დაადასტურა 2024 წლის ნოემბრის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადების სრული იმპლემენტაციის გადაუდებელი აუცილებლობა.

"მე ხაზგასმით აღვნიშნე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის საჭიროება," - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

 

დღის ამბები