28 ნოემბერი 2026,   17:03
ვრცლად
მახათას მთაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს - ლიტურგიას მეუფე შიო აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს აღნიშნავს. მახათას მთაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს. 

დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი იოანე გორელიშვილი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორიას იხსენებს.

"დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებაა. ეს ხატი არის გამორჩეულად დიდი მნიშვნელობის. იგი დავანებულია ივერონის მონასტერში, ათონის წმინდა მთაზე. მოგეხსენებათ, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა ხატმებრძოლეობა და, ხატი რომ გადარჩენილიყო, ზღვაში იყო შეცურებული. ათონის მთაზე მოღვაწე ბერებმა სასწაულებრივად იხილეს ნათელი, ამ ნათელში გამოჩნდა ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ზღვაზე მოჩანდა. ვერავინ შეძლო მისი გამობრძანება. ბოლოს, გამოცხადება ჰქონდა ერთ-ერთ ქართველ ბერს, სახელად გაბრიელს, რომ მხოლოდ მას ჰქონდა იმის უფლება, ხატს მიახლებოდა და გამოებრძანებინა. მართლაც, ასე სასწაულებრივად მოხდა ხატის დავანება ივერონის ქართველთა მონასტერში. ეს ხატი ითვლება ქართველთა - ჩვენი ერის, მონასტრის მფარველად ", - აცხადებს დეკანოზი.

დღის ამბები