ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად გამწვავდა - შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა დაიწყეს. საუბარია სპარსეთისა და ომანის ყურეებში მდებარე პორტებზე და ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც ენერგო რესურსების მიწოდების უალტერნატივო მარშრუტია. მასშტაბურ ოპერაციაში 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდია ჩართული, რის გამოც სპარსეთის ყურიდან არაბეთის ზღვამდე მიმოსვლა ფაქტობრივად შეზღუდულია.
მზარდი დაძაბულობის ფონზე, ნავთობის ფასი კვლავ 100-დოლარიან ნიშნულს უახლოვდება. მედია, წერს, რომ დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.
შტატების პრეზიდენტის ბრძანებით, ამერიკული ფლოტი შეაჩერებს ნებისმიერ გემს, რომელიც ირანულ პორტებში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდება.