ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის გეგმას ირანის პორტების ბლოკირების შესახებ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, პორტებში შემავალი და გამომავალი გემების ბლოკადა დღეს, დიდი ბრიტანეთის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ტრამპის მუქარა გამოწვეულია იმით, რომ ირანმა "დაარღვია წესები" აშშ-თან გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს.
"პრეზიდენტმა ტრამპმა მათთვის საზღვაო ბლოკადის დაწესება გადაწყვიტა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მტკიცე პოზიციას და ნებისმიერ დროს სრულ კოორდინაციაში ვართ შეერთებულ შტატებთან,“ - განაცხადა მან.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ, პაკისტანში გამართული ხანგრძლივი დისკუსიების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მას ინფორმაცია ჯეი დი ვენსმა მიაწოდა.